მომღერალი სოფო ბედია კორონას ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. როგორც მომღერალმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, არაა დარწმუნებული, რომ ეს ვაქცინა ჯანმრთელობისთვის კარგია.

„ვერ გეტყვით ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად კარგია ეს ვაქცინა. დავუშვათ, კოვიდისგან დაიცავს, მაგრამ არის საუბარი, რომ სხვა რამესაც აზიანებს. არ ვიცი რა იქნება…
მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ თემას. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ გავიკეთებ. არ ვიცი რომელი ქვეყნის იქნება ეს ვაქცინა, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს – არ გავიკეთებ“, – აღნიშნა მომღერალმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here